Wednesday, December 18, 2013

ირინე გაგოშიძე

ინფორმაცია

დავიბადე 1960 წლის 9 აპრილს, ხარაგაულის რაიონში, სოფელი ხიდარი.
1976 წელს დავამთავრე  ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა.
1978-1983 წლებში ვსწავლობდი ილიას სახელობის უნივერსიტეტში (ყოფილი ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი), რომელიც დავამთავრე 1983 წელს, სპეციალობა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

დედაქალაქის საგანმანათლებლო სივრცეში ვმუშაობ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე: ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების  მასწავლებლად, სკოლის დირექტორის მოადგილედ, დირექტორად.. ამავე დროს, ვმუშაობდი ქალაქ თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, აღზრდის ლაბორატორიის გამგედ, ჩუღურეთის რაიონის მეთოდცენტრში, აღზრდის მეთოდისტ-ორგანიზატორად, სულხან-საბა ორბელიანის სახ. უნივერსიტეტში - სამოქალაქო განათლების მასწავლებლად,  2010 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ ქალაქ თბილისის #191 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების  მასწავლებლად და დირექტორის მ.შ.

მყავს მეუღლე, ორი შვილ;ი და ერთი შვილიშვილი.

No comments:

Post a Comment