Friday, December 20, 2013

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

პროექტის სახელწოდება:  ადამიანით  ვაჭრობა (ტრეფიკინგი).
 პროექტის მთავარი იდეა (თემა): მაღალლზნეობრივი, კანონის მცოდნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებსაც შესწევთ უნარი, სწორად გაიაზრონ პრობლემები,მოპოვონ საჭირო ინფორმაცია და  რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება.
პროექტის აქტუალობა: დღევანდელი რეალობიდან   გამომდინარე,  ძალზე ფართოა იმ ადამიანების წრე, ვინც მოგებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გზით იღებს. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის პროცესი, რომელიც სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება, ექსპლუატაცია.უმეტეს შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება პიროვნება, რომელმაც არ იცის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:  14-15  წელი.
 ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე (თებერვალი, 2014 წელი).
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია; გამოუმუშავდება ცხოვრებაში სირთულეების გადაჭრის გზის დასახვის უნარ-ჩვევები;  
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითად პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
პროექტის ბოლოს შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტი,  პლაკატები, სლაიდ-შოუ..
 პროექტისათვის საჭი რო რესურსები:  კალმები,  თაბახის ქაღალდები, ფანქრები, ფლომასტერები, ფორმატები, 1 კომპიუტერი, 1 პროექტორი. 1 ფოტო-აპარატი,  1 დისკი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.      მოსწავლეებს ეძლევათ  ინდივიდუალური დავალება :  მასალების შეგროვება გაზეთებიდან, ჟურნალებიდან,ინტერნეტიდან  ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
2.      ჯგუფებში  მუშაობა:
I ჯგუფი:  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)  ისტორიები;
II. ფოტო მასალები და კომენტარები;
III. ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეები;
IV.კანონმდებლობა;
3.      დავალებების პრეზენტაცია;
4.      ადამიანი, რომელსაც ვენდობი - თხზულების პრეზენტაცია;
5.      პლაკატების კონკურსი;
6.      დისკუსია;
7.      საინფორმაციო ბუკლეტისა და სლაიდ-შოუს მომზადება;
8.      შემაჯამებელი შეხვედრა  და პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
ქართული.
მიმართულება:ზეპირმეტყველება
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე;
 ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

მიმართულება:წერა
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ისტორია.
ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა.

გეოგრაფია.
გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის და ურბანიზაციის პროცესებ და გამოთქვას ვარაუდები მომავალთან დაკავშირებით.
ხელოვნება.
ს.გ.IX.1.  მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად ირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენს ხელოვნების ელემენტებ, პრინციპებ, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.IX.3.   მოსწავლეს შეუძლია დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახის სამუშაო.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირინე გაგოშიძე
 ხელმძღვანელის ფოსტა:igagoshidze09@gmail.com

 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: igagoshidze09.blogspot.com

No comments:

Post a Comment